ისტორიული წყაროები ხოვლის შესახებ

    


თურმე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს  ხოვლეში  მოხდარა  რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა,როგროიც იყო მაგალითად გლეხებისა და მემამულეების დაპირისპირება.1863 წელს გლეხები რამდენჯერმე გამოვიდნენ მემამულეების წინააღმდეგ.მემამულე ვეზირიშვლიმა გლეხებს ფულადი გადასახადი გაუდიდა.აღელვებულმა გლეხობამ საჩივით კავკასიის მეფინსნაცვალს,მაგრამ მმართველის ორგანოებმა მემამულის ინტერესები დაიცვეს და სოფელში ჩააყენეს ეგზეკუცია.მემამულის ბრძანებით კაზაკებმა დაარბიეს სოფელი გლეხები ტყეში გაიხიზნენ. კაზაკებმა გლეხთა წინააღმდეგობა  დასძლიეს . 1863 წლის 13 აგვისტოს მეფისნაცვლის  ჩარევით  ეს სადამსჯელო  ეგზეკუცია მოუხსნიათ და გლეხობა გათავისუფლებულა .

ივანე ჯავახიშვილი - 140 (1876 – 2016)
ხ ო ვ ლ ე

სოფელ ხოვლეს მდიდარი ისტორიული წარსული აქვს.არქეოლოგიური გათხრების შედეგად მე-20 ს-ის 60_იან წლებში, დღევანდელი სოფლიდან 2 კილომეტრის დაშორებით ხოვლეგორაზე აღმოჩნდა უნიკალური ისტორიული მასალა, რომელიც განეკუთვნება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას ძვ. წ. აღ. მეთხუთმეტე-პირველ საუკუნეებს, რომელიც რვა ისტორიულ პერიოდადაა დაყოფილი. ხოვლეგორაზე აღმოჩენილი მასალა გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, ხოვლეს მაგალითზე, მაღალ დონეზე მდგარა კერამიკის წარმოება. აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი - დერგები, ქვევრები, ჯამ-ფიალები, ასევე ლითონის ფირფიტები, მინანქრული მძივები, ოქროს სალტე, რომელიც სავარაუდოდ, დროშის მოსართავი ყოფილა. ხოვლური მონაპოვარი მსგავსებას ამჟღავნებს ერან-აზერბაიჯანის, გოი-თეფეს, ალიშარ ოთხის, მცხეთა -ნასტაკისის, სამაროვანის, მახლობელი აღმოსავლეთის (ურარტუს) კერამიკულ მასალასთან. ისიც დადასტურებულია,რომ ზოგჯერ ხოვლური კერამიკა უფრო მაღალი ხარისხისაა. ძირითადად მისდევდნენ შავ-ლეგა, მორუხო, შავ, ხოლო მე - 6 საუკუნიდან ძვ. წ. მოწითალო და წითელი ფერის გამოწვის წესს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხოვლეგორას მსგავსი კერამიკა აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოში საჩხერე - ჭიათურის რეგიონში, გორაძირის არქეოლოგიურ მასალებში; ჩვენი ვარაუდით, გორაძირი ყოფილა გაცვლა - გამოცვლის ცენტრი აღმოსავლეთ ქართულისა და დასავლურ ქართულის კერამიკული (და არამარტო კერამიკული) მასალისა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წითლად გამოწვის წესი ხოვლეში ჩანს ძვ. წ. აღ. მე - 6 საუკუნიდან, უნდა დავუშვათ ვერსია, რომ დასავლეთ საქართველოში (კოლხეთი) ამდაგვარი გამოწვის წესი სწორედ აღმოსავლეთ საქართველოდანაა (ამ შემთხვევაში ხოვლედან) გადასული, და არა ბერძნულ-ელინური სამყაროდან, მაშინ, როდესაც იქ წითლად გამოწვის წესი ძვ. წ. აღ. მე-2 საუკუნეში ჩანს. დუბესთან აღმოჩენილი ,,სახელოსნო უბანი’’ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა მაღალ დონეზე მდგარა კერამიკის წარმოება ხოვლეში. ძველ ხოვლეთა, წარმართულ ხანაში, ერთიანი ღვთაება ყოფილა ,,ვერძისთავი’’, კერძოდ ე. წ. ვერძისთავებიან ოთახში გათხრების დროს აღმოჩენილია დამწვარ-დანახშირებული გზა და აქვე იყო ვერძის თავი თიხისაგან დამზადებული, სწორედ ვერძი ყოფილა ხოვლეთა რწმენის სიმბოლო.
ხოვლეს უმაღლესი ხარისხის კერამიკული მასალის წარმოებას უცილობლივ ხელი შეუწყო მის მიდამოებში მდიდარმა, მაღალხარისხოვანმა თიხამიწის მოპოვებამ,კერძოდ თიხის მდიდარი მარაგი იყო აბანოს, მშრალხევის, ხევხმელას, დუბეს მიდამოებში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გათხრების შედეგად აღმოჩენილია სკვითური ისრის პირები, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, თიტქოს იბერიაში სკვითებს ელაშქრათ, რადგანაც ისტორიული ცნობები თუ ძირითადად არქეოლოგიური მონაპოვრები არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, თითქოს სკვითებმა აღმოსავლეთ საქართველოს ეს რეგიონი დალაშქრეს. სავარაუდოა,რომ ისრის პირები მომთაბარე სკვითებისაგან სავაჭრო გაცვლა-გამოცვლის შედეგად იყოს არცთუ ისე დიდი როდენობით მოხვედრილი ხოვლეში. ძვ. წ. აღ. მე-4 საუკუნეში ერთგვარად წყდება კვალი ხოვლეგორაზე ინტენსიური სამეურნეო-კულტურული ცხოვრებისა, თუმცა მეორე-პირველ საუკუნეებში კვლავ ჩანს განვითარების საფეხურები. აქ შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ადრეკლასობრივი სახელმწიფოს იბერიის წარმოშობას ხოვლე და მისი რეგიონი შედარებით დაბალი განვითარებით შეხვდა, მითუმეტეს, რომ მცხეთა გახდა დედაქალაქი და ამავე დროს კულტურულ-ადმინისტრაციული ცენტრიც.
ხოვლეგორაზე ცხოვრება საერთოდ წყდება ჩვ. წ.აღ. პირველი საუკუნიდან და მოსახლეობა დღევანდელი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლდება.სავარაუდოა,რომ ახალი რელიგიის ქრისტიანობის გავლენის შედეგი უნდა იყოს ის,რომ ე.წ. წარმართული ტერიტორია-რომელსაც ,,ეშმაკის ბორცვად’’ მოიხსენიებდა ხალხი,სწორედ ქრისტიანობის გავრცელების შედეგად უნდა მიეტოვებინათ. სამწუხაროდ,საქართველოს ისტორიის ადრეფეოდალურ ხანაში ხოვლეს შესახებ თითქმის არავითარი ისტორიული დოკუმენტები არ მოგვეპოვება,თუმცა სავარაუდოა უცილობლივ,რომ აქ ცხოვრება გრძელდებოდა,მითუმეტეს მიწათმოქმედების სწრაფი ტემპით განვითარებამ იბერიის სამეფოს თითქმის ყველა რეგიონი დააწინაურა.
ხოვლეს მიდამოებში,კვართასთან აღმოჩნდა თაბაშირისა და ქვის მოჩუქურთმებული რელიეფებით მორთული კანკელები,რომელიც ეკლესიის შიდა სივრცის ორგანულ ნაწილს შეადგენდა (კანკელი ეწოდება სვეტებით და თაღებით აღჭურვილ ტიხარს,რომელსაც საკურთხეველს ეკლესიის ნავისგან ყოპს).ხოვლური კანკელი ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია,განეკუთვნება მე-11 საუკუნეს,ის ფაქტიც ინტერესმოკლებული არ არის,რომ სწორედ ხოვლური სამშენებლო თიხა მიწაა გამოყენებული უშესანიშნავესი ძეგლის სამთავისის (1030 წ.) აღმშენებლობის დროს,სავარაუდოა,რომ ხოვლე მნიშვნელოვანი რეგიონი იქნებოდა განვითარებული ფეოდალური ხანის საქართველოში (მეთერთმეტე-მეცამეტე ს.ს.). ისიც გვაძლევს ამის მსჯელობის უფლებას,რომ მის მიმდებარე რეგიონში მრავლად არის სწორედ იმ პერიოდის ისტორიული მასალა.ჩვენში განსაკუთრების ინტერესს აღძრავს მეტად მრავლისმთქმელი რკონის ღვთისმშობლის სიგელი,რომელიც გაუცია კახა თორელ-სამძივარს,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს.ამ სიგელიდან ვგებულობთ იმ დროინდელ არა მარტო ხოვლის,არამედ საქართველოს სამეურნეო ეკონომიკურ თუ საეკლესიო-საერთო ცხოვრებას.სიგელი შედგენილია 1259 წელს იმ წელს როდესაც საქართველოში დავით ნარინის მეთაურობით ხდება დიდი აჯანყება მონღოლეთის წინააღმდეგ-დოკუმენტში მოთხრობილია,თუ როგორ იყიდა კახა თორელმა სოფელი ხოვლე მონასტრისათვის შესაწირად.დავით ნარინის დავალებითკახას ილხანთა ურდოში მოუხდა გამგზავრება.ბაღდადში წასვლამდე კახა თორელს ვაჭრებისაგან ფული უსესხია ,,თეთრი“ და ,, ლარი“ და ამ ფულით ბაღდადში უამრავი თვალმარგალიტი შეუძენია.საქართველოში დაბრუნებულს ეს განძი გაუყიდია და აღებული ფულით სესხიც გაუსტუმრებია და სოფელიც უყიდია იმავე ვაჭრებბორტაღებისაგან. ,,ვიყიდე ხოვლე ხოჯა სალამის ცოლისა და შვილებისაგან ნახევარი და ნახევარი ჰასან სუმბატის ძის სომხისაგან და იოსებ ბულფაისძის პურიისაგან.მათ ეყიდათ აღბულასაგან და მისთა შვილთაგან“. საინტერესოა,რომ სოფელ ხოვლეს სამი პატრონი ჰყავს რომელთაგან ერთი მუსულმანია,მეორე სომეხი,მესამე ებრაელი. აშკარაა, რომ ეს სოფელი ამ შემთხვევაში ვაჭარ-მევახშეებს ჩაუგდიათ ხელში,და ისიც სარწმუნოა,რომ გამყიდველთა ეროვნება (სპარსი,სომეხი,ებრაელი),ამ შემთხვევაში მათ პროფესიულ საქმიანობაზე - ვაჭრობაზე მიუთითებს.ქართული მიწა უცხო ტომელთათვის გამდიდრების წყაროდ ქცეულა.დოკუმენტიდან ვგებულობთ რომ სამივეს ხოვლე თავდაპირველად ქართველი მემამულისაგან,აღბულასაგან ჰქონდათ ნაყიდი.მაშასადამე კახა თორელს ამდაგვარად შეუძენია სოფელი ხოვლე და შეუწირავს რკონის ყოვლისშემძლე ღვთისმშობლის მონასტრისათვის და მისი საძვალე მონასტერი რკონი გამხდარა.ფეოდალურ საქართველოში გლეხთა სხვადასხვა კატეგორიები არსებობდა-ნაწყალობევი, შეწირული,სახელმწიფო,ნებიერი...ამდენად,ხოვლე და მისი მცხოვრებნი ეკლესიას შეწირულნი აღმოჩნდნენ. კახა თავის სიგელში წერს: ,,ამით დაგიწერეთ და მოგახსენეთ თქუენ,რკონისა და ღვთისმშობელთა სასოსა და მფარველსა ჩუენსა, მე კახამან და ხათუთამან,შვილი არ გუესა და ვიყიდეთ სოფელი ხოვლე მემამულეთა აღბულასაგან და მისტა შვილთაგან გასყიდულნი...“
,,...და აწ მე მივეც ფასი სრული სამოცდახუთი ათასი თეთრი და არა ამად შემოგვიწირავს,თუ შვილი არ გუესო: თუ მოგეცეს ეგრეც თქუენ და მოგუეხსენებია-ჩემის სულისათვის მიუყიდია და არავის საქმე არ ხოვლეს გუერდით: არც შვილსა და არც ძმას“...
როგორც იტყვიან,კომენტარი ზედმეტია-აშკარად ჩანს,რომ კახას შვილი არ ჰყავდა და სწორედ მის სახელზეა ნასყიდი ეს სოფელი,რომელზედაც წილი არავის არ აქვს,არც შვილს, თუ კი ეყოლებოდათ. ...დათუ შვილი მომცეს და ერთიც სოფელი არღა ჰქონდეს...დასაჭირავად ანუ მოსახმარად შიგაც ვერ გაიაროს“-ო,გარკვეული ნაწილი მიწისა მას შეუწირავს აგრეთვე მეტეხის ღვტისმშობლის და ვარძიის მონასტრებისათვის.კახა თორელის შეწირულობის სიგელი დაუმტკიცებია მეფე დავით ნარინს, კათალიკოს მელქისედეკს, გრიგოლ მსახურთუხუცესს.
ხოვლე, რომ საუკუნეების მანძილზე რკონის მონასტერზე შეწირული სოფელია, კარგად ჩანს სიგელის გვიანდელ მინაწერ საბუთებზე, სადაც განახლება ხდება კახა მეჭურჭლეთუხუცესის 1259 წლის სიგელისა. მეფე ალექსანდრე დიდს (1412-42) გაუცია ბრძანება და ხოვლესთან ერთად ატენიც შეუწირავს რკონისათვის. სიგელის პირვანდელი შეუვალობა დაუმტკიცებია ,,აფხაზთა და ქართველთა მეფეთ-მეფეს გიორგის; უკვე მე-17 საუკუნიდან ხოვლეს პატრონებად გვევლინებიან ჯავახიშვილები, საინტერესოა, რომ ,,ჯავახიშვილი“ გვარი არის წარმომავლობით ჯავახეთიდან (ჯავახი), მათი პირვანდელი გვარია თორელი-სამძივრები, არ უნდა იყოს ბუნდოვანი ის, რომ ჯავახიშვილები არიან შთამომავლები კახა თორელისა-,,ჩუენ (ჯავახიშვილები) გულისმოდგინეთ შემოგწირავთ ჩუენთვის სამლოცველოდ და მოხსენიებად,სრულიად ჩუენი კერები რკონს... რაცა ჩუენდა გუართაგან თქუენდა სამსახურად ხდებოდეს“. ქართლის მეფემ ვახტანგ მე-6 (1703-22), კათალიკოსმა დომენტიმ გაიღეს წყალობით წიგნი, რითაც კვლავ ჩანს, რომ ხოვლე ისევ რკონის მონასტერზეა შეწირული, მაგრამ ამის შემდგომ, კერძოდ,მე-18 საუკუნის დამდეგიდან ხოვლე უკვე წაურთმევიათ რკონისათვის-,,ხოვლე წაურთმევიათ წმინდისა ღვთისმშობლისათვის იმას ავიწროვებდნენ და ვინც კარზედ უსახლებენ, რკონის გლეხები“-ო.
ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ სოფელი ხოვლე მე-13 საუკუნის მე-2 ნახევრიდან თითქმის მე-18 საუკუნის დამდეგამდე არის შეწირული საეკლესიო სოფელი რკონის ღვთისმშობლის მონასტერზე, და რომ უკვე მე-17 საუკუნიდან (ბოლოდან) ხოვლეს ბატონებად მოევლინენ ჯავახისვილები.მას შემდეგ როდესაც სათავადო ინსტიტუტი გაძლიერდა, მათმა შეუვალობისაკენ სწრაფვამ, მეფის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებამ, გარეშე მტრების ძალმომეობამ უარყოფიდად იმოქმედა, როგორც საერთო, ასევე საეკლესიო ცხოვრებაზე.
მე-18 საუკუნის ისტორიული დოკუმენტებით ირკვევა, კერძოდ თეიმურაზ მეორის, ერეკლე მეორის, გიორგი მეთორმეტის ბრძანებით, რომ სოფელი ხოვლე მხოლოდ ჯავახიშვილების საბატონო სოფელია, გლეხთა თუ აზნაურთა საჩივარ-აზრებში მეფეები ყოველთვის აფრთხილებდნენ ჯავახიშვილებს იმოქმედონ მეფის ,,სამართლის წიგნით“ (იგულისხმება ,,სამხელი ბატონიშვილის ვახტანგისა“) და შეარბილონ მკაცრი, უკანონო ექსპლოატაცია მწარმოებელი კლასის მიმართ; ისიც აღსანიშნავია, რომ ხოვლე ეთნიკურად არის სუფთა ქართველთა სოფელი. ხოვლეს მდიდარი ისტორიული წარსულის დადასტურებაა ისიც, რომ იგი ასევე მდიდარია გვიანფეოდალური ხანის მატერიალურ-კულტურული ძეგლებით, გადმოცემით სოფელ ხოვლეშია უფლისა ჩუენისა იესოს პერანგი-წმინდა კვართი, სადაც დღეს აღმართულია კვართის წმინდა გიორგის ბაზილიკა, აქვეა აღმართული გვიანფეოდალური ხანის სამრეკლო თუ ციხე-კოშკი.

No comments:

Post a Comment