2015 წლის 27 მარტი. პროექტის ერთ-ერთმა ჯგუფმა მოინახულა და ინტერვიუ ჩაწერა სოფელ დოესში, ქალბატონ ლინცი გამდლიშვილთან . იგი სასიამოვნო და საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა , რისთვისაც ვუხდით დიდ მადლობას <3
გიორგი ბითაძე . 95 წლის . ძალიან თბილი და საინტერესო ადამიანი, ადამიანი, ვის თავზეც მრავალმა უბედურებამ გადაიარა. 20 წლისა წაიყვანეს ომში, მძიმედ დაიჭრა კიდეც . არ შედრკა, დაბრუნდა და თავისი დაუზოგავი გარჯით არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა . არც ჩვენ დაგვზარდა ბევრი საინტერესო ამბავი გვიამბო.მადლობა გიორგი პაპას .დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებთ. ინტერვიუ ჩაწერეს : მარიამ ყურაშვილმა, ნახი ხათაშვილმა და ეთერ ჯანანაშვილმა.
ქალბატონმა ლინციმ ჩემში ღრმა შთაბეჭდილება დატოვა, ის ძალიან თბილი ადამიანი აღმოჩნდა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლინცის და მის ოჯახს თბილი დახვედრის გამო. <3 <3
ReplyDelete