ხოვლის საჯარო სკოლა
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
თითოეული ხოვლელისათვის ტაძარზე არანაკლებ
საყვარელი ადგილი ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი
ეს სახლი, სადაც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმია, ივანე ჯავახიშვილის მამამ ააშენა.
ოჯახი ყოველ ზაფხულს ხოვლეში ისვენებდა. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ სახლი გაძარცვეს, მოგვიანებით კი სოფლის ადმინისტრაციამ იქ სკოლა და კლუბი გახსნა.
ამ სახლს უკავშირდება ერთი საინტერესო ამბავი: ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ ზაქარია ფალიაშვილმა მუსიკის წერას თავი დაანება.
სწორედ მაშინ ივანე ჯავახიშვილმა მეგობარი ხოვლეში მიიწვია.
ერთ საღამოს, სასეირნოდ სოფელში გასულებს, საოცრად ნაღვლიანი სიმღერა
შემოესმათ -გლეხი მღეროდა. ფალიაშვილს უკითხავს, -ასე ნაღვლიანად რატომ მღერიო, გლეხს უპასუხია, - შვილი დამეღუპაო. მაშინ ფალიაშვილს ჩაულაპარაკია, ამ უბირ გლეხს
შვილის დაღუპვის მერეც არ მიუტოვებია სიმღერა და მე კი რას ჩავდივარო.
ამბობენ, იმ დღიდან სოფელ ხოვლეში - ივანე ჯავახიშვილის აგარაკზე მიუბრუნდაო ისევ მუსიკა.
kargi iqneba tu skolis foto ufro hori xedidan iqneba gadagebuli
ReplyDeleteსაარაკო ამბავია! ცრემლებამდე განვიცადე!
ReplyDeleteკარგია, რომ თქვენი აქიურობა იგრძნობა ბლოგზე . გავითვალისწინებთ ყველა რჩევას და მითითებას . მადლობა თბილი ემოციებისთვის <3
ReplyDelete