ცნობილი ხოვლელები



                                                   ივანე ჯავახიშვილი

                                                                      (1876-1940) 

ივანე ჯავახიშვილი (დ. 11 აპრილი/23 აპრილი, 1876, თბილისი — გ. 18 ნოემბერი, 1940, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


ივ. ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში, ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ოჯახში. მამამისი, თავადი ალექსანდრე ჯავახიშვილი გიმნაზიის მასწავლებელი იყო. 1895 წელს ჯავახიშვილმა დაასრულა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, 1899 წელს კი პეტერბურგის (რუსეთი) უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილება. 1899-1901 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 1901-1902 წლებში იგი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში (გერმანია).

1902-1917 წლებში ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი. 1907 წელს ნაშრომისათვის „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება“ მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. 1907-1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის (პეტროგრადის) უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. 1907 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. 1918 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.


1918 წელს ჯავახიშვილის თაოსნობით და ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1918-1919 იგი იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, 1919-1926 წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორი (პირველი რექტორი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი). 1918–1938 წლებში ის თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, 1936-1940 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937 წლიდან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. 1939 წელს არჩეულ იქნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).

ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. იყო 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.


ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. მას ფუძემდებლური ნაშრომები აქვს დატოვებული ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა დარგში. როგორც მეცნიერმა, ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მიიქცია ყურადღება. ნაშრომისათვის „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“ პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ოქროს მედლით დააჯილდოვა (1898). ქართული ხელნაწერების შესწავლა-აღწერის მიზნით ჯავახიშვილმა ნიკო მართან ერთად იმოგზაურა სინის მთაზე (1902) და არაერთი მაღალი ღირსების ძეგლი გამოავლინა.


ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ძველი ქართული ჟამთააღმწერლობითი თხზულებების კრებულის — „ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში. მანვე აღმოაჩინა აღნიშნული კრებულის უძველესი ნუსხა, რომელიც ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ სახელითაა ცნობილი. ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად:

1. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V—XVIII სს.), (გამოსცა 1916, 1921, 1945, 1977);

2. ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია (1925);

3. ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია (1926, 1949);

4. ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა (1925).

ჯავახიშვილმა შეისწავლა ძველი სომხური საისტორიო მწერლობა (I წიგნი გამოიცა 1935) და სომხურ ისტორიოგრაფიასაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო.

ჯავახიშვილს ეკუთვნის კაპიტალური შრომა „ქართველი ერის ისტორია“ (5 წიგნად), რომელშიც სრულიად ახლებურადაა შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სოციალური ურთიერთობის ფორმები, ქართველი ხალხის ვინაობისა და მიგრაციის საკითხები, სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმები, მატერიალური კულტურა, იდეოლოგია, სარწმუნოება, კულტურა. ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის პრობლემების ფართო მასშტაბით კვლევა. ისტორიის გეოგრაფიულ საკითხებს საჭიროებისამებრ იგი სხვადასხვა ნაშრომში ეხება, საგანგებოდ კი ამ პრობლემას უძღვნა მონოგრაფია „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით“ (1919).

ივ. ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში.

ჯავახიშვილმა საგანგებოდ შეისწავლა საქართველოს ეკონომიკის ისტორია. დღესაც ამ დარგის მეცნიერთა სამაგიდო წიგნს წარმოადგენს მისი 2 ტომიანი ფუნდამენტური მონოგრაფია „საქართველოს ეკონომიური ისტორია“.

ჯავახიშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული სამართლის ისტორიის შესწავლასაც. შექმნა კაპიტალური ნაშრომი „ქართული სამართლის ისტორია“ (I წიგნი გამოქვეყნდა 1919, 1928; II წიგნის I ნაკვეთი — 1928; II წიგნის II ნაკვეთი — 1929, უკანასკნელი გამოცემა „თხზულებანი“, ტ. 6-7, 1982—1984).

ჯავახიშვილმა საფუძვლიანად გამოიკვლია მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში. შექმნა ფუძემდებლური მონოგრაფია ქართული მუსიკის ისტორიის საკითხებზე. 1943 ჯავახიშვილის თანაავტორობით გამოქვეყნდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელსაც 1947 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია.

ჯავახიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის უძველესი აგებულებისა და ნათესაობის საკითხების კვლევას. მან პირველმა დაასაბუთა ქართველური ენების მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობა ძირითადი გრამატიკული კატეგორიებისა და ლექსიკის მიხედვით, რითიც მყარი ნიადაგი მოამზადა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის.

ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული უძველეს პალიმფსესტურ ხელნაწერებში V—VII საუკუნეებში ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის წერილობითი ისტორიის პერიოდიზაციისათვის.

ჯავახიშვილი აქტიურად იღვწოდა ქართული ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორიის შესასწავლად. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით იქნა შეკრებილი ქართული შინამრეწველობის უმდიდრესი მასალა (გამოიცა 3 ტომად 1976—1986 წლებში).

ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში.



             




                  ლოტბარი ---  სანდრო კავსაძე 

     მამასთან ,გრიგოლ კავსაძესთან ერთად







კავსაძეების მომღერალი გვარის მოდგმას გრიგოლ კავსაძისაგან შეგვიძლია მივადევნოთ თვალი. გრიგოლი ჩინებული მომღერალი და მგალობელი ყოფილა, უცხოვრია სოფელ ხოვლეში. იგი იყო მღვდელი და მრავალრიცხოვანი ოჯახის პატრონი.გრიგოლს 7 შვილი ჰყოლია , რომელთაგანაც სასიმღერო საგალობლო ტრადიცია სანდრომ და ლონგინოზმა და მისმა შთამომავლებმა ანდრო,მიხეილ, ნიკოლოზ, ლადო, გიგუშა, დათაშკა და ანზორ კავსაძეებმა გააგრძელეს. ქართული ხალხური მუსიკის მძლავრი ტრადიციებისადა პირველი პროფესიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის შექმნის იდეა ცნობილი ლოტბარის სანდრო კავსაძის სახელთანაა დაკავშირებული. სანდრო კავსაძე ქართველი მსახიობის კახი კავსაძის ბაბუა გახლდათ. სწორედ მან დაუდო სათავე კავსაძეების დინასტიას ქართულ ხალხურ საგუნდო მუსიკასა ზოგადად ქართულ ხელოვნებაში.სანდრო სოფ. ხოვლში დაიბადა.1874წელს.სანდროს ლამაზი ტენორი ჰქონდა , მის მიერ შესრულებული ,,ურმული და ,,ოროველა"დღემდე ლეგენდად აქვს შემონახული ქართული ხალხური სიმღერის ისტორიას.




                          დაგკოცნი გაგიჟებით ისეროგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე..." 
                                         რას წერდა ივანე ჯავახიშვილი საყვარელ მეუღლეს
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ორასამდე მეცნიერისხელოვანისა თუ საზოგადო მოღვაწის პირადი არქივია დაცულიროცა მათ ხელნაწერებს ეხებიხვდებირომ ეს დიდებული პიროვნებები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენდა როცა მათ სასიყვარულო ბარათებს კითხულობგული სიყვარულით გევსება...თურმე როგორი გამორჩეული სიყვარულის ერთგულების გრძნობა ჰქონდათ ამ რჩეულ მამულიშვილებს...
ივანე ჯავახიშვილის და მისი მეუღლის, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი წერილები: 
"ჩემო თვალისჩინოჩემო მერცხალო სტაზიაჯან!
ნეტავი ეხლა შენი მშვენიერი ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისეროგორც ყოველთვის გაკოცებდი ხოლმე!... როგორა ხარ ჩემო ძირფასოჩემო გულის მეგობაროშენი ფიქრი მაქვსგაუფრთხილდიარ გაცივდერომ უფრო არ გაგიძნელდესეხლა რომ მანდ მამყოფინათავს შემოგევლებოდიმოგიკითხავდიროგორც პატარა ბაღანასგაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხელით ჩაგაწვენდიმხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდიგახსოვსშენ ამბობდი ხოლმე: "მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო". მე გაგითბობ კოცნითმე გაგითბობდი ჩემის სიყვარულითშენა ხარ ჩემი იმედიჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისაშენ გენაცვალოს შენი ვანო...
მე ვერ წარმომიდგენია ის ნეტარება და სიტკოებაროცა მე შენი ვიქნები საბოლოოდსამუდამოდ და შენ ჩემიჩემიშენ გენაცვალოს ვანო! (შენ გეთაყვანოს შენს თვალწარმტაცგამაგიჟებელნეტავი ჩიტად მაქციარომ შენთან მოვფრინდე... შენც ხომ მაკოცებდიშენც ხომ ჩამეხუტებოდიშენი ჭირიმე სტაზიაჯანშენ ისე ანებივრებ შენს ვანოსმე უკვე სამი წერილი მივიღემოუთმენლად ველი ყოველდღეთითქოს ყოველდღეობდეს!... ყოჩაღად იყავ ჩემო კარგოშენს თავს გაუფრთხილდითორემ შენს ვანოს აუტანელ ტანჯვასა და მწუხარებას აგრძნობინებ...

მე ძალიან მოხარული ვარ რომ სკრიპკას უკრავიციჩემო მერცხალონუ დაანებებ მუსიკასნურც როდისთუ დაანებებ მაშნ შენც სხვებს დაემსგავსებირომელნიც უკრავენუკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმემე ხომ არ გეუბნები კონცერტები გამართე მეთქიარამე მინდა მხოლოდრომ იმ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებომე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრებამე ბედნიერი ვარრომ შენჩემი თავლის ჩინიჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურებათითქოს მე ვემსახურებოდეიმიტომრომ მე და შენ განუყრელნი ვართერთს არსებას წარმოავდგენთძლიერი მხურვალე სიყვარული და გულითადი მეგობრობა გავერთიანებს ჩვენმე ბედნიერი ვარროცა შენ უკრავ ხოლმე იმიტომრომ სადაც უნდა უკრავდე შენმე ვიცირომ სიყვარულიჩვენი მხურვალე სიყვარული მოისმის ხოლმემე სულ იმის ფიქრში ვარ თუ როდის მეყოლები აქმე და ჩემი სტაზიაჩემი მშვენიერი სტაზიაჩემიდაგკოცნი გაგიჟებით ისეროგორც მე რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნეთავით ფეხთამდემარად შენი ვანო".
(1906. IX. 25. 
პეტერბურგიდან თბილსს)
"ჩემო ვანიკოსაყვარელოგამაგიჟებელო ქმარიკო!
შაბათს ჩამოსულა მიქელაძედა გუშინ მომიტანა ყველაფერი შენი გამოგზავნილიარ ვიცი როგორ გითხრა მადლობაყველაფერი მშვენიერიაშენ ისე კარგად იცი ხოლმე ამორჩევა და მოფიქრებაოღონდ მაწუხებსრომ როგორც ყოველთვის ამდენს ხარჯავ ჩვენზე და შენს თავს კი აკლებბავშვები 
გახარებული არიან საჩუქრებით და ტკბილეულობით.
ჩვენ სამივენი მაგრად ვეხვევით ჩვენს საყვარელ მამიკოს და უდიდეს მადლობას გიგზავნით ამ წერილითოღონდ როცა შენ ისევ ჩვენთან იქნები მაშინ მხურვალედ დაგკოცნით ისე როგორც გვიყვარხარ სამთავეს.
ჩემო ვანიკოდაუფასებელო ჩემოშენმა წერილმა ხომ გამაგიჟასიცოცხლე ჩემოშენ ვერ წარმოიდგენ ადვილად რაც მაგრძნობინა ამ ტკბილმაალერსით სავსედამათრობელმა წერილმაოჰრა კარგიაროცა შეიძლება თავისუფლად ადამიანმა გამოთქვას თავისი გულის გრძნობაარ შეიკავოსვანიკო ჩემო კარგოჩემო ლამაზომაგრამ ეს მხოლოდ შენ იცი ასეთი სიყვარულის გამოთქმამე კი საძაგელმა არაარ ვიცი ასეთი სიყვარულიმე მხოლოდ ჩემი გულის სიღრმეში ვგრძნობ და გამოთქმა კი არ შემიძლიანენა ჩემი არ მემორჩილებაშენ კი ოჰვანიკოთვითოეული შენი სიტყვა ცეცხლივით არისდა შედარებანი შესანიშნავი!
ვანიკოლამაზო და ნაზოტკბილო ჩემო ქმარიკომე წუხელის მთელი ღამე (ორი საათის გარდა!) არა მძინებიასულ შენზე ვოცნებობდისულ თვალწინ მყავდიშენი წერილის სიტყვები მეყურებოდამხოლოდ შენ თითონ მაკლდიგვერდით არა მყავდი და აღარ ვიცოდი რა მექნაისე ძნელია როცა ასე ვართ მოშორებული ერთმანეთს!" 
(1916 
. 8. XI. )






                                              ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი


ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი (30 აგვისტო, 1917 - 1997წ, სოფ. ხოვლე, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი) არქეოლოგი და ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (1983). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1976). ვარძიის მუზეუმ– ნაკრძალის მეცნიერ თანამშრომელი (1942), 1943–იდან მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (1948–52 იყო სწავლული მდივანი, 1952–54 – ისტ.–არქეოლ. განყოფილების გამგე; 1954–56 – უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1956–იდან – ფეოდალურამდელი ხნის საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი, 1973–იდან – დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში).
1956–იდან თსუ ისტორიის ფაკულტეტზე დროდადრო კითხულობდა ხელოვნების ისტორიის ლექციების კურსს. ჯავახიშვილის სამეცნიერო ინტერესები ძირითადად მიმართული იყო საქართველოს და კავკასიის
ადრესამიწათმოქმედო კულტურებისა და განსაკუთრებით მტკვარ–არაქსის კულტურის შესწავლისადმი. მისი მონაწილეობით გაითხარა ქვაცხელებისა და ხიზანაანთ გორის ადრინდელ ბრინჯაოს ხანის სამაროვანი (1954–64), შულავრის, იმირისა და ხრამის დიდი გორის ადრინდელ სამიწათმოქმედო ხანის ნამოსახლარები (1965–71),ბერიკლდეების ნამოსახლარი (1979–83), ჯავახიშვილი ავტორია ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის არქეოლ. გამოფენისა (1960), რომელმაც სამუზეუმო ექსპოზიციის დარგში ახალი ეტაპი შექმნა. სამეცნიერო შრომები:მხატვრული ხელოსნობის ისტორიიდან, "საბჭოთა ხელოვნება”. 1955, N 6; 1956, N 6; ხაიშის განძი, "მნათობი”, 1958 N 3; ურბნისი, I, ნაკვ. I – ქვაცხელების (ტელებიაქოხის) ნამოსახლარზე 1954 – 1961 ჩატარებული გათხრები; თბ., 1962 (თანაავტორი ლ. ღლონტი); უძველესი მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურები საქართველოს ტერიტორიაზე, თბ. 1971; უძველესი საცხოვრებელი შენობები საქართველოს ტერიტორიაზე, (ძვ. წ. V –III ათასწლეულები), "ძეგლის მეგობარი” 1968, N 14 და სხვა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).




No comments:

Post a Comment