პროექტის აქტივობები და გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელი
,,ჩვენ  გვიყვარს ხოვლე ,,

2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით:
·                     ხოვლის ისტორია, კულტურა, ტრადიციები,ცნობილი ადამიანები ხოვლიდან;

3. პროექტის აქტუალობა:
·                     მოსწავლეები შეისწავლიან თავიანთი  ულამაზესი და ისტორიული სოფლის  შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს;
4. პროექტის მიზნები:
·                     გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარჩვევების განვითარებაინტერვიუს აღებაგამოკითხვის ჩატარება,მასალების დამუშავება ისტ - ის მეშვეობით
·                     სტატიის მომზადება;
·                     თანამშრომლობითისაკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბებისგამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ - ჩვევების განვითარება;
·                     მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები ) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.

5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: VIII კლასი

6. ვადები / ხანგრძლივობაოთხი თვე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტებირაც შეიძლება შეიქმნას:

·                     ექსკურსიები;
·                     ფოტო მასალა;
·                     ვიდეო მასალა;
·                     ნახატები;
·                     ჩანაწერები;
·                     ესეები;
·                     სტატიები სოფელი ხოვლის  შესახებ;
·                     სტენდი სკოლაში ლამინირებული ფოტო მასალით;
·                     პროექტის ვებ-გვერდი.
·                     ფეისბუქის გვერდი

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:

·                     კომპიუტერიინტერნეტიდიქტოფონი, ციფრული კამერა;
·                     საჭირო ლიტერატურა;
·                     ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
·                     ფანქრები და კალმები

9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):

აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;

აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
·                     ჯგუფების შექმნა;
·                     ფუნქციების განაწილება;
·                     კონკრეტული დავალებების მიცემა.

აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება სოფელი ხოვლის  შესახებ ისტორიული მასალების მოძიებაგარკვეულ ნაწილს - ლეგენდების, თქმულებების მოძიებაკვლევა მათი წარმოშობის შესახებზოგ მოსწავლეს ცნობილთანასოფლელთა  შესახებ მონაცემების შეგროვებაზოგს-ივანე ჯავახიშვილის მუზეუმში საინტერესო მასალების მოძიება ; ინტერვიუები სოფლის უხუცეს ადამიანებთან

აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამებააუდიტორიისათვის გაცნობა:
·                     მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.

აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
·                     ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
·                     პრეზენტაციის უნარი;
·                     მსჯელობა;
·                     წერითი სამუშაო.



10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებშიისტორია,  გეოგრაფიახელოვნებალიტერატურა.  გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციოტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტშიპრეზენტაციის მოწყობავებ-გვერდის შექმნა)

ქართული ენა და ლიტერატურა:
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება. 
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მს
ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების მოხმობით. 

  
ისტორია :
ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს  ფაქტებ და მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VIII.4.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.
ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათ საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობებ.
ისტ.VIII.13.   მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა   პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე
ისტ.VIII.16.  მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები
 ისტ.VIII.18.  მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.  


11. პროექტის ხელმძღვანელები  ( მასწავლებლები ):

ეკა მერებაშვილი ხოვლის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ;
მარინა ლელაშვილი ხოვლის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
12. პროექტის ხელმძღვანელთა  ელფოსტა:
eka.merebashvili@gmail.com

lelashvilimarina@gmail.com


13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:


14. ფეისბუქის გვერდი:


No comments:

Post a Comment